ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში “ქრონიკა პლიუსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
“გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარია, რომ თითქოს და სუს-ის თანამშრომელი ვახო ძიძიშვილი მოქალაქე მანანა მიქავას 50 000 დოლარს სძალავს. ვახო ძიძიშვილი არ არის სუს-ის თანამშრომელი, კარგი იქნებოდა მასალის გამოქვეყნებამდე გადაემოწმებინათ აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან და ცალმხრივად არ გასულიყო მასალა.
P.S. როგორც გავარკვიე, ვახო ძიძიშვილი კუდ-ის თანამშრომელი იყო, რომელიც 2010 წელს გაუშვეს სამსახურიდან და თაღლითობისთვის იხდიდა სასჯელს”-წერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.
კომენტარები