პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა თბილისში გადმოყავთ. თემირლან მაჩალიკაშვილს თბილისში, ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანენ. დაჭრილის გადმოყვანა თბილისში ოჯახის თანხმობით ხდება.
მაჩალიკაშვილი მესამე დღეა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციაში კომურ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი – თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.
კომენტარები