გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის და პროგნოზირების ცენტრის სამმართველოს ხელმძღვანელის დოდო გვაზავას ინფორმაციით, თბილისში 31 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა 15-20 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსის ცნობით, ახალი წლის დღეებში თოვლის მოსალოდნელი არ არის და თბილი ამინდები 31 დეკემბრის ჩათვლით ნარჩუნდება.
მისივე თქმით, მთიან რაიონებში 10-15 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში 2-7 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება 1 იანვარს, მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.
კლიმატური მონაცემების მიხედვით, 31 დეკემბერს, თბილისში, 20 გრადუსი 1978 წელს დაფიქსირდა.
კომენტარები