პანკისში სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
ექიმის თქმით, სხვადასხვა მიმართულებით მაჩვენებლები გართულდა. მაჩალიკაშვილი უკვე 8 დღეა რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ჯერ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, რამდენიმე დღეში კი თბილისში გადაიყვანეს.
ექიმის თქმით, პაციენტის ანალიზები რამდენჯერმე გაუარესდა და მისი წნევის შენარჩუნება სპეციალური მედიკამენტებით ხერხდება.
კომენტარები