პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს პიჯაკი დაუზიანდა, პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების თავიდან დაპატიმრებას სთხოვს.
რუსთავი2-ის ხელთ არსებული დოკუმენტით, პროკურორი ზიტა ჭულუხიძე მოსამართლეს მიმართავს განცხადებით, რომ “თითოეულ მათგანს განუსაზღვროთ კანონით გათვალისწინებული ისეთი სასჯელი, რომლითაც მიღწეულ იქნება სასჯელის მიზნები”.
„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, სათანადოდ შეაფასოთ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიღოთ ერთადერთი სწორი, კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. კერძოდ, ნიკოლოზ ნარსია სცნოთ დამნაშავედ საქართველოს სსკ 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით; მირიან დეისაძე სცნოთ დამნაშავედ სსკ 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და კახაბერ გაბუნია სცნოთ დამნაშავედ სსკ 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტითა და თითოეულ მათგანს განუსაზღვროთ კანონით გათვალისწინებული ისეთი სასჯელი, რომლითაც მიღწეულ იქნება სასჯელის მიზნები და სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დანაშაულის რესოციალიზაცია,“ – წერია განცხადებაში.
www.rustavi2.com