ყველა ევროპელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ საქართველომ პირნათლად შეასრულა ყველა ვალდებულება, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საკითხი ყველა შემთხვევაში პოზიტიურად გადაწყდება.
მისივე თქმით, ალბათობა იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი სექტემბრამდე მოგვარდება, გაზრდილია.
„ყველა შემთხვევაში საკითხი პოზიტიურად გადაწყდება და ამაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს. დაველოდოთ, ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს წლის ბოლოს, თუმცა ალბათობა იმისა, რომ საკითხი სექტემბრამდე გადაწყდეს, გაზრდილია. კიიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა – ყველა ევროპელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ საქართველომ პირნათლად შეასრულა ყველა ვალდებულება, რაც იყო საჭიროა, რათა ვიზალიბერალიზაცია მიეღო ქართველ მოსახლეობას”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის გაჭიანურება არა საქართველოს მთავრობის, არამედ თვითონ ევროპული ქვეყნების პრობლემებთანაა დაკავშირებული.