,,ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ არა ძალადობას!, ძალადობით ურთიერთობები არ ლაგდება“, – ამის შესახებ ,,ბასიანის“ დაცვის უფროსმა ზვიად მესხმა თოქ-შოუ ,,რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ხანია დაცვაში მუშაობს და ბასიანის ინციდენტი პირველი შემთხვევა იყო.
,,ჩემთვის მოულოდნელი იყო ის, რაც მოხდა. წლებია დაცვაში ვმუშაობ. ყველა დაცვის თანამშრომელი ერთი არ არის, როგორც ყველა ადამიანი ერთი არ არის. მე ჯერ ის გამიკვირდა, რომ მე ეს დამემართა, იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდა მიცნობს, დიდი ხანია დაცვაში ვმუშაობთ და ეს იყო ჩემი პირველი შემთხვევა. ამოიღონ ჩემი პირადი საქმე და ნახონ ყველაფერი. ახალგაზრდები აგრესიით არ გამოირჩევიან უბრალოდ უჭირთ იმის გაგება, რაც იქ მოხდა. შესვლა-არსშესვლას ვგულისხმობ. რასაც ვუყურებ დანაშაულები ახალგაზრდების მიმართ გახშირებულია“, – განაცხადა ზვიად მესხმა.