დოდო გუგეშაშვილის მეგობრები ღუდუშაურის კლინიკაში მხედრიონის ყოფილი ლიდერის სანახავად არ შეუშვეს. ამის მიზეზი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელსაც ექიმები კვლავ მძიმედ აფასებენ.
შვილის მკვლელობის თვითმხილველი და ერთადერთი მოწმე გამომძიებლებმა შესაძლოა, დღეს ისევ ვერ დაკითხონ, რადგან დოდო გუგეშაშვილი რეანიმაციიდან პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ.
თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი ისევ საძილე პრეპარატების ზემოქმედების ქვეშაა და ჯერ ისევ არ იცის შვილის დაღუპვის ამბავი.
კომენტარები