მაგდა პაპიძის ტანსაცმელზე, რომელიც შემთხვევის დღეს ეცვა, ომარ ქაფიაშვილის გენეტიკური მასალა სისხლი აღმოჩნდა, – ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესზე განაცხადა ექსპერტმა, რომელმაც დნმ-ის კვლევა ჩაატარა.
სამხარაულის ექსპერტის, დიანა მალხაზოვას ჩვენებით, გენეტიკურ-სეროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, უროზე 3 ადგილას აღმოჩენილი სისხლის ლაქები ომარ ქაფიაშვილის გენეტიკურ პროფილს განეკუთვნებოდა.
ამავე უროს ტარის ზედაპირზე საერთო ანაწმენდის აღება მოხდა, სადაც შერეული გენეტიკური მასალა აღმოჩნდა.
“იმ ტანსაცმელზე, რომელიც ომარს გარდაცვალების დღეს ეცვა, აღმოჩნდა სისხლი, რომელიც განეკუთვნებოდა ომარ ქაფიაშვილის დნ-ს. თორნიკეს ტანსაცმლიდან აღებული დნმ-ის ნიმუშები განეკუთვნებოდა თორნიკე და ომარ ქაფიაშვილების გენეტიკურ პროფილს. სისხლი მხოლოდ თორნიკეს მაისურზე ამოვიდა, რომელიც შერეული პროფილის აღმოჩნდა, მამის და შვილის სისხლის თანამონაწილეობა იყო. მაგდა პაპიძის ტანსაცმელზე, რომელიც შემთხვევის დღეს ეცვა, ომარ ქაფიაშვილის გენეტიკური მასალა – სისხლი აღმოჩნდა. ოთახში, ჟურნალის მაგიდის ქვეშ, დერეფანში, სადარბაზოს წინ, გვამების მიმდებარედ, ავტომანქანის საბურავზე და კარნიზზე ანაწმენდები ომარ ქაფიაშვილის სისხლს განეკუთვნებოდა.
ნაგვის ურნიდან ამოღებულ თითქმის ყველა ნივთზე, ომარ ქაფიაშვილის სისხლი აღმოჩნდა. გამონაკლოსი იყო ერთადერთი ნივთი, რომელზეც მაგდას და ომარის შერეული გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა. ავტომანქანის სალონში მხოლოდ მაგდას და თორნიკეს დნმ აღმოჩნდა”, – განაცხადა ექსპერტმა.
რაც შეეხება იმას, რატომ არ აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის დნმ დივნის გადასაფარებელზე და იატაკის ტილოზე, ექსპერტის განმატებით, დნმ-ის კვალი შეიძლება გაწმენდით, ქიმიური ხსნარით წაშლილიყო.
ნაგვის ურნაში აღმოჩენილ სველ ხელსახოცებზე კი საკმარისი დნმ, რომელიც კვლევისთვის გამოდგებოდა, არ აღმოჩნდა.
ექსპერტის განმარტებით, გენეტიკური პროფილის განსაზღვრისათვის ძალიან მცირე რაოდენობის დნმ-ც საკმარისია. დნმ-ის განსაზღვრა შეიძლება სისხლიდან, ნერწყვიდან ოფლიდან. დნმ კი კონკრეტულ პირს მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი პროფილის აქვს, რომელიც არ მეორდება.
ექსპეტმა ასევე აღნიშნა, რომ მაგდა პაპიძის ფრჩხილებიდან აღებულ ნიმუშებში თავად ბრალდებულის და ომარ ქაფიაშვილის გენეტიკური პროფილი გამოვლინდა.
ექსპერტი – მაგდა პაპიძის ფრჩხილებიდან აღებულ ნიმუშებში თავად ბრალდებულის და ომარ ქაფიაშვილის გენეტიკური პროფილი გამოვლინდა
2016/06/24 17:40:58
კომენტარები
ნანახია: 4808 ჯერ