ქეთა თოფურიას გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა გუშინ თაყვანისმცემლებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რამაც ქართული საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა და ინსტაგრამზე ის მკაცრად გააკრიტიკეს. ქეთამ თაყვანისმცემლები უპასუხოდ არ დატოვა და ინსტაგრამზე დაწერა, რომ საქართველოს დედა სააკაშვილმა მო***ნა და არა პუტინმა.
ქეთა თოფურიას განცხადების შესახებ კომენტარი ანრი ჯოხაძემ გააკეთა.
“მე ვნახე, რომ ქეთა თოფურიამ ხალხს მოუწოდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ. ასეთ აქციაში შესაძლოა, ქართველი მომღერლებიც იყვნენ ჩართული. მე კონკრეტული პიროვნების მხარდაჭერას ვერ ვხედავ. რაც შეეხება მის განცხადებას, 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, რატომ გიკვირთ ეს განცხადება რუსეთში მოღვაწე მომღერლისგან? როგორც ხედავს და ესმის პატრიოტიზმი, ისე გამოხატავს“, – განაცხადა ანრი ჯოხაძემ.
წყარო: რეიტინგი