საქართველო-ლიტვის საფეხბურთო მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხვდებიან.
ორივე ქვეყნის ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ, ფეხბურთელებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სტადიონის ტრიბუნაზე ასევე გამოკრული იყო პლაკატი წარწერით: „გმირები მუდამ ცოცხლობენ – არჩილ ტატუნაშვილი“.
არჩილ ტატუნაშვილი დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა.
კომენტარები