ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახები კომპანია “საქნახშირისგან” კომპენსაციის სახით დაახლოებით 30 ათას ლარს მიიღებენ, – ამის შესახებ “საქნახშირის” დირექტორის მოადგილემ, დავით ქარქაშაძემ განაცხადა.
როგორც დავით ქარქაშაძემ განმარტა, უშუალოდ კომპანიისგან გაცემული თანხის გარდა, დაღუპულთა ოჯახის წევრები დაზღვევის სახით 20 ათას ლარს მიიღებენ.
„მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს. დღეს ვხვდებით ჭირისუფლებს. კომპანიას ჩვენი დაზარალებულები არასოდეს მიუტოვებია. სამი სახის კომპენსაციას იძლევა ჩვენი კომპანია. დასაფლავების, საფლავის მოწყობის, ოჯახის წევრების დასაქმება, კომპენსაციები, შემდგომი რეაბილიტაციის კომპენსაციები. შემდეგ კი დაზღვევაშიც ეხმარება კომპანია დაზარალებულებს. თითოეულ მათგანზე კომპენსაცია, დაახლოებით 30 ათასი ლარი გამოდის. კომპენსაციის ეს ფორმა ყველასთან განურჩევლად იქნება. შემდეგ დაზღვევაზეც იქნება საუბარი, საერთო ჯამში ყველა მათგანს გამოუვა 50 ათას ლარამდე”, – განაცხადა “საქნახშირის” დირექტორის მოადგილემ.