მაშველებმა მესტიაში, მწვერვალ შხარაზე მყოფი იტალიელი ტურისტი გადაარჩინეს.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, უშგულში, მწვერვალ შხარაზე მყოფი იტალიის მოქალაქე შეუძლოდ გახდა, რომელიც ვერტმფრენით ჩამოიყვანეს.
ტურისტი ამჯამად, სტაციონარშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები