საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგომას ეხმიანება.
მაჭავარიანის თქმით, მისი გამოსვლა პარლამენტში არის ფორმალობა და მას პრეზიდენტთან კითხვები მას შემდეგ აღარ აქვს, რაც გიორგი მარგველაშვილმა პირობები არ შეასრულა და იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლას არ აპირებდა, მაინც გადავიდა.
„მან თქვა, რომ ის არ შევიდოდა ამ სასახლეში იმიტომ, რომ თავისი მოსაზრებები ჰქონდა, ბოროტების ბუდეც კი უწოდა, როდესაც პირველად მოვიდა პრეზიდენტის პოსტზე და იმის მერე მშვენივრად გრძნობს თავს. რასაც დაგვპირდა ის პირობები არ შეასრულა, ამის შემდეგ მისი გამოსვლა პარლამენტში არის ფორმალობა. მე მასთან კითხვები არ მაქვს, ყველაფერი გარკვეულია მისი ქმედებებიდან“- განაცხადა მაჭავარიანმა.
კომენტარები