„ქართული ოცნების“ შემომწირველთა შორის კახა კალაძე და თამაზ თამაზაშვილი არიან. ორივე შემთხვევაში საუბარია არა ფულად შემოწირულობაზე, ანუ საოფისე ფართის დათმობაზე. ანგარიში პარტიის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
9-28 აპრილის ანგარიშის თანახმად, თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართულ ოცნებას“ სამტრედიაში მდებარე 93.90 კვ/მ ფართი 251 დღით, უსასყიდლოდ დაუთმო (რაც 5 125 ლარად შეფასდა), თამაზ თამაზაშვილმა კი დედოფლისწყაროში მდებარე 123.24 კვ/მ ფართი – 256 დღით (7 800 ლარის არაფულადი შემოწირულობა).
9-28 აპრილის პერიოდში ერთადერთი ფულადი შემოწირულობა მოქალაქე დიმიტრი ჩქარეულისგანაა დაფიქსირებული, რომელმაც მმართველი პარტიის სასარგებლოდ, საწევროს სახით, 20 ლარი შეიტანა.
კომენტარები