დივანზე საეჭვო ლაქა არ შემიმჩნევია, – ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე, მაგდა პაპიძის ბიძაშვილმა ლიანა შამუგიამ განაცხადა.
მას მოწმის სახით ჰკითხავენ. როგორც ლიანა შამუგიამ აღნიშნა, ის მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის სახლში 20 დეკემბერს მივიდა.
მისი თქმით, იმ დროისათვის ცხედრები ჯერ მისვენებული არ იყო და დარეჯან მინდიკაურის ოთახში შევიდნენ. “კარი ღია იყო, რომ მივედი. ცხედრებისთვის ოთახი უკვე მომზადებული იყო. მაგდას დედამთილის ოთახში შევედი, რაღაც პერიოდის მერე ლილიც (დარეჯან მინდიკაური) წაიყვანეს დაკითხვაზე. როცა დაბრუნდა, ლანამ ჰკითხა – რა ხდება, გამაგებინეთო. ლილიმ თქვა, ყველაფერი მაგდასკენ მიდისო. ეს უცნაური და შოკისმომგვრელი იყო. მერე წამოვიდა ეს აზრი, რომ მაგდასთვის სამოსი და წამალი უნდა მიეწოდებინათ. დარეჯანთან ერთად გავედი მაგდას ოთახში და დავიწყეთ ტანსაცმლის და ინსულინის მოძებნა. ინსულინს ვერ ვპოულობდით. დივანზე საეჭვო ლაქა არ შემიმჩნევია. იყო ის მოსაზრება, რომ სახლში მოხდა ეს ყველაფერი, ამიტომ ყველაფერს ვაკვირდებოდი. სისხლის სუნიც არ იყო, მე სუნებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. რომ ყოფილიყო, ვიგრძნობდი. არც მეზობლების მხრიდან დაფიქსირებულა კედელზე სისხლი. ვინმემ თუ დაინახა სისხლი ოთახში, რატომ არ მიმითითა, რომ სისხლი იყო. არც დივანს არანაირი სისხლის კვალი არ ეტყობოდა. მეზობლებისაგან ისმოდა, რომ, აბა, სხვა ვინ ჩაიდენდა დანაშაულს, თუ არა მაგდაო. დარეჯანი კი ამბობდა, რას ჰქვია მაგდაო. მაშინ დარეჯანი ვერ იჯერებდა”, – განაცხადა მაგდა პაპიძის ბიძაშვილმა.
პაპიძის ბიძაშვილის დაკითხვამდე პროცესზე თავად ბრალდებული მაგდა პაპიძე დაჰკითხეს. მისი დაკითხვისას სასამართლო პროცესი მედიისათვის დაიხურა.
მაგდა პაპიძის ბიძაშვილი: სხვა ვინ ჩაიდენდა დანაშაულს, თუ არა მაგდა
2016/07/01 17:36:02
კომენტარები
ნანახია: 6707 ჯერ