გუშინ გვიან ღამით კანდელაკის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი სახლის წინ მოკლეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ის უცნობმა პირმა სახლიდან გაიყვანა და მისი მისამართით სავარაუდოდ საფანტის თოფიდან გასროლა განახორციელა. მამაკაცი მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე განზრახ მკვლელობისა და 236-ე იარაღის უკანონო ტარების მუხლითაა აღძრული. ბრალდებული დაკავებულია.
კომენტარები