სოფელ უდეში, ავარიის შედეგად, მცირეწლოვანი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 2 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა სატვირთო ავტომანქანით მოხდა. მძღოლი მის მეზობლად მცხოვრებ სამ მცირეწლოვანს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, თერთმეტი წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვლა. მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში ვერ მოასწრეს.
გარდაცვლილის ორივე მეგობარი თავს კარგად გრძნობს.
შშს–ს ინფორმაციით, მათ დაზიანებები არ ღენიშნებათ და ამ დროისათვის ოჯახებში იმყოფებიან.
შემთხვევაზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს, რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
http://sknews.ge/