თელავში შვილმა მამა დაჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამა-შვილი ნასვამები იყვნენ. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.
50 წლამდე მამაკაცი მუცლის ღრუში მიყენებული ჭრილობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
22 წლის ახალგაზრდა კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მოკვლევას თელავის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.
კომენტარები