შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის პროკურორის განცხადებით, ეს იყო ისტორიული პროცესი, სადაც ნაფიც მსაჯულთა არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა მიღებული.
დავით ნეფარიძის თქმით, აქამდე არ ყოფილა პრეცენდენტი, მსაჯულებს ერთხმად, 12 არც ერთის წინააღმდეგ პირველ 3-საათიან ვადაში მიეღოთ ვერდიქტი.
„ადექვატური პასუხი გასცეს ბრალდებულის სასტიკ ქმედებას, რომელმაც საკუთარი ხელებით სიცოცხლე მოუსწრაფა საკუთარ შვილს და მეუღლეს. ეს არის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მოლოდინი გვქონდა სახელმწიფო ბრალდებას. გაამტყუნეს ორივე ნაწილში “-განაცხადა ნეფარიძემ და აღნიშნა რომ 6 ივლისს სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ბრალდება დამამძიმებელი სასჯელის შუამდგომლობას დააყენებს.
პაპიძის ორი ადვოკატი ვერდიქტის გამოცხადებას არ დასწრებია. მესამე ადვოკატმა კი სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა.