უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტსაბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები კონსულტაციებს გამართავენ უმცირესობის წარმომადგენლებთან. “ვიმსჯელეთ მიმდინარე საკითხებზე. შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები. როგორც ორი დღის წინ მოგახსენეთ, უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება. ხვალიდანვე პარლამენტის უმრავლესობის ლიდერები გამართავენ კონსულტაციებს უმცირესობის წარმომადგენლებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდება, ხოლო კომისიის შემადგენლობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ კანონით გათვალისწინებულ ვადებში გაიმართება უკვე პირველი სხდომა კომისიის, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
“ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა პარლამენტის უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდება”
2018/06/03 14:53:55
ნანახია: 866 ჯერ