„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, პარტიას კიდევ ორი ახალი მდივანი ეყოლება. მისი თქმით ამ თანამდებობებს თამარ ჩუგოშვილი და დიმიტრი სამხარაძე დაიკავებენ.
“გენმდივნის თანამდებობას კვლავ კახა კალაძე დაიკავებს. მე კვლავ ვიქნები პარტიის აღმასრულებელი მდივანი. ასევე, პოლიტიკური მდივანი ისევ გია ვოლსკი იქნება. დამატებით ორი ახალი მდივნის თანამდებობა შემოვიღეთ. საერთაშორისო მდივნის თანამდებობას თამარ ჩუგოშვილი დაიკავებს და რეგიონული მდივნის პოზიციას კი დიმიტრი სამხარაძე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები