არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადადგომას არ გამორიცხავს.
„ყველაფერს გაიგებთ უახლოეს პერიოდში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გუნდი მუშაობს გადახალისებულ ვერსიებზე, მათ შორის არის თავმჯდომარის საკითხიც – მოხდება თუ არა ცვლილება. პირადად ჩემს ადგილს გუნდი და პარტია დაინახავს იქ, სადაც ძლიერი პოზიციებია დასაკავებელი. გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ უახლოეს პერიოდში გეტყვით ყველაფერს“, – აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
ხაბაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აჭარაში ბოლო რამდენიმე დღეა ხშირად საუბრობენ.
კომენტარები