ვიცეპემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით თქვა, რომ თბილისის მერი მაქსიმუმს აკეთებს, რაც შესაძლებელია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ქუმსიშვილის თქმით, მემანქანეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მეტრო არის ძირითადი ტრანსპორტი, რითაც გადაადგილდებიან თბილისელები.
“შესაბამისად შესაძლებლობები, რომელიც ქალაქს აქვს უნდა იყოს სწორედ გამოყენებული“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
კომენტარები