ზვიად კუპრავა, ცოტა ხნის წინ თბილისში დაბრუნდა. როგორც მან საზღვარგარეთ გამართულ შეხვედრებზე საუბრისას აღნიშნა, იქ შეხვდა იმ ადამიანებს, ვისგანაც მირზა სუბელიანზე და სხვა პირებზე იღებდა ინფორმაციას. მისივე თქმით, სწორედ ამ საკითხებს ემსახურებოდა კონკრეტულ პირებთან შეხვედრაც.
“გადავწყვიტეთ, რომ შეხვედრები ყოფილიყო საზღვარგარეთ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მე ვხვდებოდი ხელისუფლების, მაღალი თანამდებობის პირ მეგობრებს და ყოფილ მეგობრებს, ის ინფორმაცია, რომელსაც მე ვაჟღერებდი მირზა სუბელიანთან დაკავშირებით და არამარტო, სწორედ ამ ადამიანებისგან მქონდა. ამიტომ, ამ საკითხებს ემსახურებოდა კონკრეტულ პირებთან შეხვედრაც”, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავას აეროპორტში გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა, სადაც წერდნენ, რომ ის კიევში მიფრინავდა.