“ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პანკისში ეძებენ ადამიანებს, რომლებმაც ზაზა სარალიძის გატაცების დავალება უნდა შეასრულონ” – განაცხადა კავკასიოლოგმა მამუკა არეშიძემ “ობიექტივის” ეთერში სტუმრობისას.
“პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს საქმე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრისკენ მიდიოდა, მთლიანად პარტიაზე ამას ვერ ვიტყვი. ეს ინფორმაცია გავაჟღერე იმიტომ, რომ პრევენცია მომეხდინა, რომელიც პანკისელებისგან გავიგე. პანკისელები ამის გამკეთებლები არ არიან, მაგრამ ავაზაკი და ბანდიტი ყველგან მოინახება, რომელიც შეგნებულად გააკეთებს ამას, რომ სიტუაცია დაძაბოს.
ძალიან კარგად მახსოვს პეტრე ცისკარიშვილი როგორც წაიყვანეს, ან ის ესპანელი ბიზნესმენი. ვინმე არ შემეკამათოს ამ ორი ისტორიის ეპიზოდზე, ზუსტად ვიცი რა მოხდა, როგორც და ვინ იყვნენ ამის ავტორ-შემსრულებლები“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
წყარო: “მარშალპრესი”