“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არ აირჩიეს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ერთი წლის ვადით ქრისტინე მუტონენი გახდა. არჩევნების მეორე ტურში მან 86 ხმა მიიღო, გიგი წერეთელმა – 73.
ამასთან, მუტონენის კანდიდატურას დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმაც.
კომენტარები