სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის” ყრილობასთან დაკავშირებით ისაუბრა. შიხიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავისი გუნდით ყველანაირ ქართულ ღირებულებას ებრძვის და დიდგორს იყენებს, რომ ქართველების ემოციურობაზე იმოქმედოს, ამიტომ ის არ დაუშვებს, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა დიდგორზე ჩაატარონ ყრილობა.
„ჩემი განცხადება ეხება იმ ჯალათებს, რომლებიც ტერორში აცხოვრებდნენ ხალხს 9 წლის განმავლობაში.
მინდა მოგახსენოთ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქინძის-ხანი სააკაშვილი თავის ქინძის-ხანუკებით და ხანუმებით ოდესაში რას გეგმავს. კარგად დავფიქრდეთ ერთ რამეზე და ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებისთვისაც ყოველივე ქართული, მართლმადიდებლური, ეროვნული და ტრადიციული არის უცხო. დიდგორი მათთვის არის უბრალოდ მინდორი და ჩვენი ერისთვის დიდგორი არის უწმინდესი ადგილი, სადაც ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი საქართველოს გამარჯვებით დამთავრდა. დღეს ამ სახელს – დიდგორს – ისინი იყენებენ იმიტომ, რომ ქართველების ემოციურობაზე ითამაშონ. მათი მიზანი არ არის ქვეყნის აღმშენებლობა. დიდგორს აწყობენ იმიტომ, რომ დაიწყონ საქართველოს დამარცხება დიდგორიდან.
მოგეხსენებათ, სამგორში დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი გახლავართ, მაგრამ ჩემთვის სამგორში გამარჯვება არაფერს ნიშნავს, თუ ჩვენ დავმარცხდით დიდგორში. ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით, რომ დიდგორში ქინძის-ხანი ყრილობას ვერ ჩაატარებს. არავის არ მოვუწოდებ, უბრალოდ ვამბობ, მე ავდივარ დიდგორში, როგორც ერთი რიგითი ქართველი, იმ ხეობის შვილი, ალგეთელი, იმიტომ რომ დიდგორში ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას საქართველოს დამარცხება”,- განაცხადა შიხიაშვილმა.
ირაკლი შიხიაშვილი სააკაშვილს ქინძის-ხანს უწოდებს
2016/07/07 13:34:34
კომენტარები
ნანახია: 2398 ჯერ