უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის მოახლოებაზე მიუთითებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა მოიხსნას. „ფეისბუკზე“ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ საკითხთან დაკავშირებით სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესაუბრა, რადგან, „ევროპაში სიტუაცია კრიტიკულია“.
„ევროპის ეკონომიკას ემუქრება ენერგიის დეფიციტი, შედეგად კი, ფასების ზრდა. საფრთხე გარდაუვალია და ამ საფრთხის თავიდან აცილების ერთადერთი გზაა, ევროკავშირმა ნავთობისა და გაზის რეზერვები ყველა შესაძლო წყაროდან უდიდესი მოცულობით და რაც შეიძლება, სწრაფად შეავსოს.
ყოველი დღე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ მოვითხოვთ, ბრიუსელმა დაუყოვნებლივ გააუქმოს რუსეთის ენერგეტიკაზე დაწესებული სანქციები და შეზღუდვები“, – განაცხადა ორბანმა.
