ჩვენ ირანის მთების სიღრმიდან გადავარჩინეთ მძიმედ დაჭრილი და მართლაც მამაცი F-15-ის ეკიპაჟის წევრი/ოფიცერი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს.
„ირანელი სამხედროები მას ინტენსიურად ეძებდნენ – დიდი ძალებით და უკვე ახლოსაც იყვნენ. ის უაღრესად პატივცემული პოლკოვნიკია. ამ ტიპის ოპერაცია იშვიათად ხდება „ადამიანებისა და აღჭურვილობისთვის“ საფრთხის გამო. ეს პრაქტიკულად არ ხდება! მეორე რეიდი პირველის შემდეგ მოხდა, სადაც პილოტი დღისით გადავარჩინეთ, რაც ასევე უჩვეულოა, ირანის თავზე შვიდი საათის გატარებით. ეს გამბედაობისა და ნიჭის საოცარი დემონსტრირებაა! ორშაბათს, 13:00 საათზე სამხედროებთან ერთად ოვალურ კაბინეტში პრესკონფერენციას გავმართავ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი დიდებული სამხედროები!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
კომენტარები
