ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო – საპროექტო სამსახურის მენეჯერი, დავით მაღრაძე დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა და ავტორიტეტი, ერთ-ერთ მეწარმეს, შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვადაზე ადრე მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი. დავით მაღრაძე საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების დროს დააკავა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას.
კომენტარები