ფოთში ავარია მოხდა. ერთმანეთს ,,ოპელისა” და ,,ტოიოტას” მარკის ავტომანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები