მაშველებმა ტობავარჩხილის გზაზე ჩარჩენილი ისრაელის მოქალაქეები უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ისრაელის ორი მოქალაქე მდინარე ჯალარას ადიდების გამო მეორე ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.
„ტურისტები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილები. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები