მაია და გუკა რჩეულიშვილები დღეს თბილისის პროკურატურაში არიან დაბარებული.
”ჩვენების მისაცემად ვარ დაბარებული. საქმე ”მაგნოლიას” პროექტს ეხება. მე მივალ, გუკა – არ ვიცი, ის საერთოდ არ ჩანს. არაფერი ვიცით გუკაზე, სად არის. ეს საერთოდ ჰგავს პოლიტიკურ დევნას. გუკა საერთოდ არაფერ შუაშია. ყურით მოთრეული ამბავია. ამ მინახავს ასეთი სისასტიკე, რომ ოჯახს შვილით უსწორდებოდნენ. ჯერ ეს საქართველოს არც ერთ ხელისუფალს არ უკადრია”, – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში დაზარალებული არ არსებობს, მხარე არის ის და თუ ვინმე შეიძლება დაობდეს, ეს თავადაა.
www.ipn.ge
კომენტარები