საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 59-ე კმ-ზე რებილიტირებული გვირაბი გახსნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან, მესტიის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის გადაადგილება განხორციელდება განახლებული გვირაბის გავლით, რომლის სიგრძე 537 მეტრი, ხოლო დიამეტრი 18,5 მეტრია.
„არსებული გვირაბი დაზიანებული იყო და სატრანსპორტო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. გვირაბში შეუფერხებლად და კომფორტულად გადააგილებისთვის, პროექტის შესაბამისად, განხორციელდა მისი სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, გვირაბის მუდმივი სამაგრის მოწყობა და დაზიანებული ადგილების აღდგენა; სადრენაჟე სისტემებისა და ჰიდროიზოლაციის მოწყობა. ასევე, განხორციელდა გვირაბის პორტალების, გვირაბის სავალი ნაწილის, ტროტუარების რეაბილიტაცია და გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
გვიაბის რეაბილიტაციის პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 6 370 000 ლარი შეადგინა. სამუშაოები 2017 წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა. სამუშაოებზე 150 ადამიანი იყო დასაქმებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მესტიის მიმართულებით არსებულ გზაზე რეაბილიტირებული გვირაბი გაიხსნა
2018/08/19 20:20:36

კომენტარები
ნანახია: 907 ჯერ