თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ”ცენტრ-პოინტის” მშენებლობისგან დაზარალებული მოქალაქეები არიან შეკრებილები.
როგორც დაზარალებულები აცხადებენ, დღეს სასამართლოსგან მოითხოვენ და ელოდებიან, რომ აღსრულდება სამართალი და ბრალდებულებს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მიესჯება.
ისინი იმედოვნებენ, რომ „ცენტრ-პოინტის“ ხელმძღვანელობას და კონკრეტულად რჩეულიშვილებს პატიმრობა მიესჯებათ, ხოლო მათი ქონება დაზარალებულებზე განაწილდება.
სასამართლოსთან მოსულები არიან ბრალდებულთა ახლობლები, კერძოდ „ცენტრ-პოინტის“ გაყიდვების მენეჯერის სალომე ჩარკვიანის ახლობლები. ისინი აცხადებენ, რომ სალომე ჩარკვიანს აღნიშნულ საქმეში ბრალი არ მიუძღვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი უკვე დაიწყო.
კომენტარები