„ცენტრ პოინტის“ გენერალური დირექტორი გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ცენტრ-პოინტის” საქმეზე ბრალდებულებს – გურამ რჩეულიშვილს, მაია რჩეულიშვილს, ირაკლი მინდელს და სალომე ჩარკვიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
მაია რჩეულიშვილი მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დარბაზშივე დააკავეს.
სასამართლო გადაწყვეტილებიდან დაახლოებით 1 საათში გუკა რჩეულიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ სამარტალდამცველებს ჩაბარდებოდა.
კომენტარები