ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ საცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან ერთად გახსნა.
117 კვ.მ. ფართობის ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შენობაში პერსონალის სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი. ადმინისტრაციული ფართი სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ამ დრომდე, ცენტრის 50-მდე თანამშრომელი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო პიროებები არ არსებობდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობების გადაცემა გრძელდება. ამ დრომდე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ შენობაში უკვე განთავსდა ფოთის რაიონული სამსახური. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელშეწყობით განხორციელდა.
ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს
2018/09/21 14:00:14

ნანახია: 780 ჯერ