ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანთან სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა, სასწრაფო დახმარების მანქანა კი შემდეგ „მერსედესის“ მარკის ავტომობილს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ექიმმა და ექთანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. მათ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, მუხლით დაიწყო.
კომენტარები