ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა. ქარმა გარეგანათებისა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, წააქცია მრავალწლოვანი ხეები, დააზიანა ავტომანქანები და საცხოვრებელი სახლის სახურავები. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
კონსტიტუციის ქუჩაზე ხე მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას დაეცა, ასევე, ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილი დააზიანა. ქარმა ხეები წააქცია ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე, სადაც გზა ჩაიხერგა. ძლიერი ქარისგან წაქცეული ხეებისგან გაწმენდით სამუშაოებს, შეტყობინების ადგილებზე ,,რუსთავ-სერვის ცენტრის” თანამშრომლები აწარმოებენ.
კომენტარები