სამი პატარა ბავშვი გამოგლიჯა ხელიდან ერაყის ციხეს თეა წულუკიანმა – ამის შესახებ პოსტს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია სოციალური ქსელის გვერდზე წერს.
”სამი პატარა ბავშვი გამოგლიჯა ხელიდან ერაყის ციხეს თეა წულუკიანმა – არ დაიზარა, ერაყში წავიდა, იქ თავდებში დაუდგა ამ ბავშვებს, რომლებსაც ციხე და გაუბედურებული ცხოვრება ელოდათ, დააბრუნა ისინი ციხიდან თავიანთ ქვეყანაში, სადაც გაიზრდებიან ნორმალურად. ბავშვებს რატომ კეტავენ ციხეებში ეს ველურები, ამაზე აღარ გვინდა, ახლა გამარჯვებაზე ვსაუბრობთ. თეას გამარჯვებაზე სამი პატარა ქართველის გადასარჩენად”, – წერს ირაკლი ჟვანია.
კომენტარები