საქართველოში ვიზიტად მყოფმა ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა ამერიკის სავაჭრო პალატაში ხანმოკლე შეხვედრა გამართა.
“ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს დავუსვი კითხვა, თუ როგორია მათი აღქმა საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებით – მოკლედ რომ შევაჯამო მათი პასუხი, ასეთია: კორუფციის გარკვეული დონე არის, მაგრამ ეს დონე შეესაბამება მსოფლიოში არსებულ დონეს, მათ შორის ამერიკაში არსებულ კორუფციის დონეს”,- აღნიშნა ბოლტონმა.
მისი თქმით, „კორუფციის ალაგმვა თავისთავად საჭირო რამ არის, არ არის აბსტრაქტული რამ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის”.
“ჩვენ ამას ძალიან კონკრეტულ პრიზმაში აღვიქვამთ. კორუფციული გარემო ამერიკული კომპანიებისთვის ართულებს შეღწევას და თავისუფალ საქმიანობას. ჩვენ ამას აღვიქვამთ ამერიკული ინტერესების საგნად. კორუფციისგან თავისუფალი გარემო ხელს უწყობს ამერიკულ ბიზნესებს აწარმოონ საქმიანობა. ვიდრე თქვენთან მოვიდოდი, მოკლე შეხვედრა მქონდა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან. მათ დავუსვი კითხვა, თუ როგორია მათი აღქმა საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებით. მოკლედ რომ შევაჯამო, მათი პასუხი, ასეთია: კორუფციის გარკვეული დონე არის, მაგრამ ეს დონე შეესაბამება მსოფლიოში არსებულ დონეს, მათ შორის ამერიკაში არსებულ კორუფციის დონეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯონ ბოლტონმა.
ჯონ ბოლტონი: საქართველოში არსებული კორუფციის დონე მსოფლიოში არსებულ კორუფციის დონეს შეესაბამება
2018/10/26 17:34:37
კომენტარები
ნანახია: 805 ჯერ