პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ის დელეგაციას შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილი NDI-ის დელეგაციის წევრებსა და ფონდის წარმომადგენლებს საარჩევნო გარემოს შესახებ ესაუბრა და თავისი ხედვები გააცნო.
“შეხვედრებზე ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა და ჩემი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის პრიორიტეტებზე,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარები