ავარია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანთან მოხდა. ადგილობრივების თქმით, ავტომობილი რომელშიც, 14 წლის მოზარდი იჯდა, ფერდობიდან დაგორდა და ხრამში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მანქანას თავად მართავდა და ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
პოლიციამ გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მუხლით დაიწყო.
კომენტარები