28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტს ამომრჩეველი პირდაპირი წესით, ექვსი წლის ვადით, 2023 წლამდე აირჩევს.
ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი ძალაში შედის ახალი რედაქციის კონსტიტუცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლაა. შემდგომ პრეზიდენტს ამომრჩევლის ნაცვლად, საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგია 300 წევრით დაკომპლექტდება და მის შემადგენლობაში შევლენ საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
კომენტარები