თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.
სხდომა ადგილობრივი დროით 14.00 საათისთვის არის დანიშნული.
„ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, ის პარლამენტის შენობაში გაიმართება.
თურქეთის სახელისუფლებო ძალების მეთაურის გენერალ უმიტ დუნდარის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამხედრო გადატრიალების 104 ორგანიზატორია ლიკვიდირეული. გენერლის თქმით, გარდაცვლილთა შორის 41 პოლიციის თანამშრომელი და 47 სამოქალაქო პირია. ჯამში დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.
კომენტარები