ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბრიფინგი გამართა, სადაც 3705 უბნიდან 500-ზე მეტი საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემები წარადგინა.
საოლქო საარჩევნო კომისიებიდან ოქმების შემოსვლა გრძელდება. დათვლილია 512 საარჩევნო უბანი, რომელიც საერთო უბნების რაოდენობის 13.82%-ია.
დავით ბაქრაძე – 17798 ხმა – 10.83%
გრიგოლ ვაშაძე – 62352 ხმა – 37.93%
სალომე ზურაბიშვილი – 65840 ხმა – 40.05%
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 დასრულდა. “ქართული ოცნების” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 52.3%, გრიგოლ ვაშაძეს 28.1%; დავით ბაქრაძეს 9.2%; ზურაბ ჯაფარიძეს 3.3% აქვს.
განსხვავებულია “რუსთავი 2”-ისა და “ნაციონალური მოძრაობის” ეგზიტპოლის შედეგები. ასევე სხვა მონაცემები გამოაქვეყნა “ევროპულმა საქართველომ”, ამასთან ევროპელების საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ მეორე ტურის შემთხვევაში მხარს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერენ.
არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა. ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლებმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს.