ახალქალაქში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, მეორე ადგილზე კი გრიგოლ ვაშაძეა.
ახალქალაქის მე-40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პაატა ფანჯაკიძის განცხადებით, ხმების დათვლის პროცესი ჯერ კიდევ მუშავდება.
„ახალქალაქის ნომერ მე-40 საოლქო საარჩევნო ოლქში შემავალი 70-ვე უბანი დაიხურა თავის დროზე. 70-ვე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა მოიტანეს ოქმები, ჩატარდა სხდომა და მივიღეთ ყველა უბნის ოქმი, რომლებიც გადაგზავნილი იქნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და დამუშავების პროცესშია. ჩემი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, მეორე ადგილზე დიდი ალბათობით გრიგოლ ვაშაძე იქნება. წინასწარ ზუსტ მონაცემებს ვერ გეტყვით, დამუშავების პროცესშია და დაზუსტებული მონაცემები ხვალ გვეცოდინება“, – განაცხადა პაატა ფანჯაკიძემ.
ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს
2018/10/29 03:54:42
ნანახია: 732 ჯერ