ჩვენმა ძალიან ბევრმა მხარდამჭერმა თვითდაჯერებულობა გამოავლინა, ვფიქრობ, მეორე ტურში უფრო იაქტიურებენ და ამ მცირე უპირატესობას მოგებად გადავაქცევთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, მეორე ტურია მოსალოდნელი, რაშიც ცუდი არაფერია.
„მე ვიტყოდი, რომ მობილიზებაა საჭირო. ჩვენმა ძალიან ბევრმა მხარდამჭერმა რაღაც თვითდაჯერებულობა გამოავლინა. ვფიქრობ, უფრო აქტიურები იქნებიან და ამ მცირე უპირატესობას მოგებად გადავაქცევთ. ყოველ შემთხვევაში, ამის წინაპირობა არსებობს, რეზერვი ბევრია. ამ რეზერვის გამოყენებას, რასაკვირველია, კარგი მუშაობა სჭირდება. ეგზიტპოლი იყო და ვამბობდით, რომ იყო ცდომილება. ზეიმი ჩვენთან არ ყოფილა, ზეიმი ვაშაძის გუნდში იყო. ისევე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ჩვენი გუნდის ლიდერებმაც თქვეს, რომ მეორე ტურის ალბათობა დასაშვებია. ამაში არაფერი სკანდალური არ არის, ვერ ვხედავ ვერც ნიჰილიზმის წინაპირობას. მეტი მუშაობაა საჭირო და ჩვენმა მომხრეებმა თავი არ უნდა იგრძნონ ისეთ მდგომარეობაში, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. მე კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ მობილიზებული იყვნენ. მეორე ტური იქნება. ვფიქრობ, გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.