ვერ დავივიწყებ იმას, რამაც დამამახინჯა. კარგი, აღარ გავიხსენებ იმედის დარბევას, გათიშულ ეთერს და ჩაბნელებულ დერეფანში შემოცვენილ სპეცრაზმს; ან ის ერთი თბილისური კორპუსი რა გასახსენებელია, ხალხს საკუთარი ნივთების გამოტანის უფლებაც რომ არ მისცეს და ისე დაუნგრიეს თვალწინ, – ამის შესახებ თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“გუშინდელ დღეს ვერ გავექცევით, რადგან გუშინდელმა დღემ უკვე დაგვამახინჯა, ან ჩვენ დავამახინჯეთ ის”.
ჰოდა, კარგად მომისმინეთ, 6 წელია რომ ჩამძახით, რა დროს წარსულია, დაივიწყეო, ნურას უკაცრავად, ვერ დავივიწყებ იმას, რამაც დამამახინჯა. კარგი, აღარ გავიხსენებ იმედის დარბევას, გათიშულ ეთერს და ჩაბნელებულ დერეფანში შემოცვენილ სპეცრაზმს; ან ის ერთი თბილისური კორპუსი რა გასახსენებელია, ხალხს საკუთარი ნივთების გამოტანის უფლებაც რომ არ მისცეს და ისე დაუნგრიეს თვალწინ (და რა დაინგრა მაშინ ამის შემყურე ადამიანების გონებაში თუ გულში); დარბეული, ნაწამები, ღირსებააყრილი ადამიანების გახსენებაც არ გვინდა, მაგრამ… როგორ დავივიწყო როგორ მოდიოდა ლამის ყოველდღე პოლიციის ორი თანამშრომელი 2012-ში ჩემ სახლში და ჩემ ქმარს აიძულებდა, არც მეტი, არც ნაკლები, დაესახელებინა პიროვნების ვინაობა, რომელიც, მათი თქმით, იყო ძებნილი საშიში დამნაშავე; რომ შეხვედრა დაფიქსირდა კორპუსის ეზოში. ძებნილ პიროვნებას ერთი ხელი თაბაშირში ჰქონდა ჩასმული, მეორეში სამი ცალი კვერცხი ეჭირა და თან ახლდა პატარა ბავშვი. აი, დღემდე ვფიქრობ და ვერ ამიხსნია ეს ცინიზმით სავსე მასკარადი. ხომ საშინელი აბსურდია, მაგრამ მე ამან დამამახინჯა…
პ.ს არ მოგერიდოთ, პოსტის ქვეშ ამ ხელისუფლების ლანძღვა, დამიჯერეთ, მეც ხშირად გამილანძღავს არაერთი შეცდომის გამო, მაგრამ სადაც უნდა ვიყო და რა დროც უნდა გავიდეს, ყოველთვის დავრჩები უზომოდ მადლობელი ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც ავადმყოფი, ცინიკოსი, უზნეო, ცივსისხლიანი რეჟიმი დაამარცხა.
ღამე მშვიდობის საქართველო!”, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.